საქართველო

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.