საქართველო

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.

როგორც ამავე ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კომისია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა საზოგადოებამ უმოკლეს ვადაში გაიგოს, რა მოხდა რეალურად.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი სამუშაო, თუმცა, საპარლამენტო კომისია, „ევროპული საქართველო” და მე პირადად ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ კითხვები იყოს პასუხგაცემული”, განაცხადა სერგი კაპანაძემ.