საქართველო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი, წინააღმდეგ წავიდა.

კომისია 17 წევრისგან შედგება, მათ შორის, 9 წარმომადგენელი „ევროპულ საქართველოს”, 6 „ქართულ ოცნებას”; 1 კი, „პატრიოტთა ალიანსს” ჰყავს.

კომისიის შემადგენლბოაშია ასევე დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.

კომისიის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძეა.

კომისიის წევრები არიან: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, ადა მარშანია, სალომე ზურაბიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში შესვლაზე უარი განაცხადა.