საქართველო

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება

ხვალ დილის 08:00 საათიდან, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი დაწესდება, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, 21 :00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რიცხვი კი ჯერჯერობით 18-ს შეადგენს.