საქართველო

5 მაისიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ

5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, მუშაობის განახლებას შეძლებს.

„შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდ ამ კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლიანად მოეპყრონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.