საქართველო

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული სეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული  ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე  რაიონებში.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.