საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხროვანის, ახალსოფლისა და საცხენესის მცხოვრებლებს შეხვდნენ

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხროვანის, ახალსოფლისა და საცხენესის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომრე ტარიელ ჯანხოთელი, პარლამენტის დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

გარდაბნის მერიის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე- განათების მონტაჟი,საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ საცხენესში კი მოსახლეობა მოკლე დროში, სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.