საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოედგილე ზვიად ჭუნაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ღია დიალოგის ფარგლებში, ქვემო თელეთის, ზემო თელეთის, წალასყურისა და კუმისის მოსახლეობას შეხვდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინეს და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვეს.

გარდაბნის მერიის ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, 2019 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 114 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელთ ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია.