საქართველო

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ, თანამდებობა დატოვა, თუმცა არ განუმარტავს, თუ რა გახდა ამის მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებას მომავალში გააკეთებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობამდე ნადირაძე იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.