საქართველო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი: სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში, დაწესებული სტანდარტების შესაბამისად დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად გრძელდება.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა.


დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში მაქსიმალურად მაღალ დონეზეა დაცული ჰიგიენის ნორმები, განთავსებულია დეზობარიერები, მოწესრიგებულია სველი წერტილები და შენობაში შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სრულად გარემონტებული ახალი ტუალეტი)

„ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა სკოლისთვის თანამედროვე სტანდარტების სველი წერტილები იყო და წალკის მერიის დაფინანსებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალი, ევროსტანდარტების ტუალეტი გაკეთდა. ვენტილაციის პრობლემა ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ მცირე ზომის ფანჯრები გაუკეთა ტუალეტის ყველა განყოფილებას და სივრცე ნიავდება, მაგრამ ზამთარში, რომელიც ჩვენთან ცივი და მკაცრია, ვენტილაციის არქონის პრობლემა თავს იჩენს, თან აღსანიშნავია, რომ აქ ჩრდილო-დასავლეთის ქარი იცის უმეტესად და ფანჯრებიც სწორედ იმ მხარეს არის დაყენებული. თუმცა ამის მიუხედავად, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის, რომელთა დახმარებითაც 50 000-ზე ლარზე მეტის ღირებულების სამუშაოები შესრულდა დროის მცირე მონაკვეთში და რაც მთავარია, კარგად და ხარისხიანად“, უთხრა GUARDIAN.GE-ის აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან

იგი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებიდან გამომდინარე, რასაც ნოემბრიდან სავარაუდოდ, სეზონური გრიპიც დაემატება, არ არის გამორიცხული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სწავლის პროცესი ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.


„ამის თქმის საფუძველი კონკრეტულად ჩვენ სკოლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ იმ ფონზე, როცა ვირუსი დღითი დღე მატულობს, თან საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს. საბედნიეროდ, ჩვენს სოფელში ჯერ ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, მაგრამ ქალაქ წალკაში უკვე დაფიქსირდა შემთხვევა. ადამიანები გადაადგილდებიან, ვიღაც აქ ამოდის, ვიღაც აქედან სხვაგან მიდის და მერე ბრუნდება და არაფრით არ ვართ დაზღვეული. რა თქმა უნდა, მე კი ვისურვებდი, რომ წალკასა და მის სოფლებში დღეს არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს. მინდა გითხრათ, რომ სკოლაში ახალი რეგულაციების შესაბამისად გაკეთებული საიზოლაციო ოთახი საბედნიეროდ დღემდე არ დაგვჭირვებია. ვნახოთ რა იქნება ხვალ. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს მაქსიმალურად ვასრულებთ. პირბადის გარეშე არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ გადაადგილდება შენობაში“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ალიონა ირიციან გაკვეთილის ჩატარების პროცესში)


დირექტორის თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს სკოლაში 2-ით ნაკლები მოსწავლე სწავლობს და მათი საერთო რაოდენობა 96-ს შეადგენს. რაც შეეხება პედაგოგებს, ამჟამად აშკალის საჯარო სკოლაში 23 პედაგოგი ასწავლის, მათგან 5 უფროსი მასწავლებელია. ამ ეტაპზე სკოლას წამყვანი მასწავლებელი და მენტორი არ ჰყავს.


ზურნაჩიანის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე სკოლიდან რამდენიმე პენსიონერი პედაგოგი წავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ჯილდოს აღებაზე განაცხადეს თანხმობა, მათ ნაცვლად კი, სასწავლო დაწესებულებამ ახალგაზრდა კადრები მიიღო.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი) – ქალბატონ სუზანა ენოკიანზე სტატია სათაურით – „ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი… 100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად“  იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.


„შარშან სულ 6 პენსიონერი მასწავლებელი გავაცილეთ. მათ სახელმწიფო ჯილდო მიიღეს და ისე წავიდნენ სკოლიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია მათი დამსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მათი ღვაწლის შესაფასებლად თუ გნებავთ ის ფაქტიც კმარა, რომ სკოლაში შემუსული ახალი კადრები, რომელთაც თბილისში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი, სწორედ ამ ღვაწლმოსილი პედაგოგების აღზრდილები არიან.


„ბუნებრივია, თაობათა ცვლა გარდაუვალია. მხოლოდ მივესალმებით ახალგაზრდების მოსვლას სკოლაში. უკვე ერთი წელია, რაც ისინი ასწავლიან ჩვენს სკოლაში და შეიძლება ითქვას, რომ მათი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. მათ წინ დიდი გზა ელოდებათ და ვუსურვებ, ღირსეულად გაიარონ ეს გზა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმარომელიც 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე აშკალის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, თუმცა იგი ახლა მხოლოდ დირექტორის ფუნქციას ასრულებს და მის ნაცვლად ფიზიკას მათემატიკის მასწავლებელი, ქალბატონი ნაირუი ანდრეასიანი ასწავლის.


ფიზიკის მასწავლებლის არყოლის გამო ვაჟა ზურნაჩიანი მზად იყო პენსიონერი პედაგოგების მიერ სახელმწიფო ჯილდოს მიღებისა და სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ აშკალის საჯარო სკოლაში შექმნილი საკადრო დეფიციტის გამო სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, გადაწყვიტა, რომ 15 თებერვლიდან, როცა მას მასწავლებლის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდებოდა, უხელფასოდ განეგრძო 2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე საგნის სწავლება, თუმცა მას ამის უფლება არ მიეცა.


70 წელს გადაცილებული დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის გამო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა საზოგადოების თითოეულმა წევრმა სრულად უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ახლავს.


GUARDIAN.GE