აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ცუნამის განმეორების საშიშროების გამო, ინდონეზიის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სანაპირო ზოლზე არ გავიდნენ

ცუნამის განმეორების საფრთხიდან გამომდინარე ინდონეზიის მოსახლეობა, რომელიც ამოფრქვეული ვულკანის, ანაკ კრაკატაუს სიახლოვეს ცხოვრობს, გააფრთხილეს, რომ სანაპირო ზოლზე არ გავიდნენ.

შაბათს, ვულკანისგან გამოწვეულმა ცუნამიმ სულ მცირე 281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 1000-ზე მეტს დაზიანებები მიაყენა. გიგანტურმა ტალღებმა კუნძულების, სუმატრასა და ჯავას ქალაქებს გადაუარა.

ანაკ კრაკატაუ კვირას ისევ ამოიფრქვა და მიმდებარე ტერიტორია კვამლსა და ფერფლში გახვია.

ჯავასა და სუმატრას კუნძულებს შორის მდებარე სრუტე ჯავას ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.

ინდოენეზიის კატასტროფის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე (14:30 გრინვიჩის დროით) ცუნამის თავზე დატყდომის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

guardian.ge