საქართველო

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირი პეტრე ყუფარაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, კახა ჩხეტიანს კი ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა