საქართველო

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული.

ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს.

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა.

ირაკლი კუპრაძე – 12.45%, 36 612 ხმა.

იაგო ხვიჩია – 7.52%, 22 122 ხმა.

ზურაბ მახარაძე – 4.12%, 12 110 ხმა.

თბილისის მერობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 70,15 პროცენტი მიიღო. ასევე წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მოიგო.