საქართველო

ცესკო-ს განცხადებით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 %

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 %, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო ოლქში – 58%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 37 %, წალკის საარჩევნო ოლქში.