საქართველო

ცესკო არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

თბილისში, სადაც ერთი უბნის გარდა ყველგან დათვლილია ხმები (769 უბნიდან 768 უბანში), „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს 55.607% აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკანორი მელიას კი 44.393%.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს, ცესკოს პირველადი მონაცემების თანახმად:

რუსთავი – სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს- 53.717%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს – 46.283% აქვს მიღებული.

ქუთაისი – სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 124-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 51.643%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს – 48.357% აქვს მიღებული.

ფოთი – სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს – 57.35%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი უგულავას – 42.65% აქვს მიღებული.

ბათუმი – სულ 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 105-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს – 51.018%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი კირთაძეს – 48.982% აქვს მიღებული.

თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში კი, ცესკოს მონაცემები ასეთია:

თელავი – სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 55-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს 56.899%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს – 43.101% აქვს მიღებული.

თიანეთი – სულ 21 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან წიკლაურს 54.826%, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს – 45.174% აქვს მიღებული.

ქარელი – სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს 56.732%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკოლოზ ახალკაცს – 43.268% აქვს მიღებული.

ხაშური – სულ 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 53-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თენგიზ ჩიტიაშვილს ხმების 59.082%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, იოსებ ბუაძეს – 40.918% აქვს მიღებული.

ცაგერი – სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს ხმების 62.873%, „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს – 37.127% აქვს მიღებული.

ბაღდათი – სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა ენუქიძეს ხმების 60.693%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს – 39.307% აქვს მიღებული.

წყალტუბო – სულ 69 უბნიდან მონაცემები დათვლილია 69-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გენადი ბალანჩივაძეს ხმების 57.167%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ზაზა მეტრეველს – 42.833% აქვს მიღებული.

ოზურგეთი – სულ 63 უბნიდან მონაცემები დათვლილია 63-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს ხმების 55.409%, დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს – 44.591% აქვს მიღებული.

სენაკი – სულ 44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას ხმების 53.078%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას – 46.922% აქვს მიღებული.

მარტვილი – სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე ჯანაშიას ხმების 51.845%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თეიმურაზ ჯანაშიას – 48.155% აქვს მიღებული.

ხობი – სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ბუკიას ხმების 56.78%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკი შენგელიას – 43.22% აქვს მიღებული.

ზუგდიდი – სულ 109 უბნიდან მონაცემები დათვლილია 109-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას ხმების 51.631%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ანზორ მელიას – 48.369% აქვს მიღებული.

საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხაში, მერის არჩევნებში გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ერგო. სულ 29 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29-ში – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ხმების – 51.107% აქვს მიღებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას კი 48.893%.

ჩხოროწყუ – სულ 28 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დათო გოგუას ხმების 50.881%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბადრი ქარჩავას – 49.119% აქვს მიღებული.

ხელვაჩაური – სულ 47 უბნიდან მონაცემები დათვლილია 47-ში – „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა დიასამიძეს ხმების 55.007%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მიშა ბოლქვაძეს – 44.993% აქვს მიღებული.

GUARDIAN.GE