საქართველო

ცესკოს 1-ელი ნოემბრის, 9 საათის მონაცემებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გლდანის გამოკლებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, მაგრამ ყველა მათგანს 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული ოლქების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თბილისში,

მთაწმინდა-კრწანისის #1 საარჩევნო ოლქში

მაჟორიტარული არჩევნების ხმები, რომელიც 78-დან 23 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასახავს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ბექა ოდიშარია 47,7% (5 453 ხმა)

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – შალვა შავგულიძე 28,69% (3 280 ხმა)

ვაკის # 2 საარჩევნო ოლქი – 81 უბნიდან 20

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ნოდარ ტურძელაძე 41,68% (5 429 ხმა)

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ –ელენე ხოშტარია 36,16% (4 709 ხმა)

საბურთალოს # 3 საარჩევნო ოლქი – 97 უბნიდან 20

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – დავით სერგეენკო 43,95% (5 702 ხმა)

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – ალექსანდრე ელისაშვილი 18,95% (2 459 ხმა)

„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – ბადრი ჯაფარიძე 13,46% (1 746 ხმა)

ისნის # 4 საარჩევნო ოლქი – 85 უბნიდან 15

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – კახა კახიშვილი 47,7% (4 714 ხმა)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – ხატია დეკანოიძე 25,45% (2 553 ხმა)

სამგორის # 5 საარჩევნო ოლქი – 122 უბნიდან 43

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – სოზარ სუბარი 46,61% (10 710 ხმა)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – ლევან ხაბეიშვილი 38.23% (8 786 ხმა)

დიდუბე-ჩუღურეთის # 6 საარჩევნო ოლქი – 104 უბნიდან 31

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი ვოლსკი 44,9% (8 224 ხმა)

ანა დოლიძე – დამოუკიდებელი 19,83% (3 632 ხმა)

„გირჩი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 19,45% (3 562 ხმა)

ნაძალადევის # 7 საარჩევნო ოლქი – 103 უბნიდან 30

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მიხეილ ყაველაშვილი 45,3% (7 623 ხმა)

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი 25.07% (4 219 ხმა)

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ირმა ინაშვილი 7,7% (1 295 ხმა).

გლდანის #8 ოლქი 115-დან 24 საარჩევნო უბნის მონაცემები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – ნიკანორი მელია 43.48% (6864 ხმა)

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ლევან კობიაშვილი 41,32% (6365 ხმა)

GUARDIAN.GE