საქართველო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში ახლადაშენებული სკოლა გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა საზეიმოდ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ გახსნა.

ცაგერის მერიის ცნობით, საზეიმო ცერემონიალს მხარის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე ესწრებოდნენ.