საქართველო

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობა იწყება

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 625 570 ლარია გამოყოფილი, ტენდერები ჩატარებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.

გათვალისწინებულია ცაგერი-ორბელის გადასახედის მოწყობა, მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკებისა და კლდეზე დაკიდებული საფეხმავლო ბილიკის, „წითელი კლდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასახედისა და ღვირიშის ჩანჩქერზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;

ასათიანის წყაროს მიმდებარე ტერიტორიის, წყალტუბო-ცაგერის გზის 38-ე კმ.ზე მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიისა და სოფელ ჩქუმში „ცივი ქვის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.