აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და იმუქრება, რომ მალე ორი კორეის გამყოფ ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში არმიას გააგზავნის

ჩრდილოეთ კორეის არმიამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მზად არის შევიდეს დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ორ კორეას ყოფს. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჩენმა, რომელსაც პოლიტიკურ იერარქიაში მთავარი როლი აკისრია, თქვა, რომ მან უბრძანა არმიას, მზად იყოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად, იტყობინება BBC.

„ნაგავი გადაყრილი უნდა იქნეს სანაგვე ურნაში“, ასე სრულდება კიმ ჩენ ინის დის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაცემული აქვს სამხედროებისთვის „მოქმედების“ ინსტრუქცია. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის არმიამ თქვა, რომ იგი „დემილიტარიზებულ ზონებში“ სამხედრო ძალების შესვლის „სამოქმედო გეგმას სწავლობს“. გენერალიტეტმა აღნიშნა, რომ „განგაშის უმაღლესი დონეა“ გამოცხადებული და მზად არის „სწრაფად და ზედმიწევნით“ განახორციელოს მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთიდან განახლებული მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა ყურადღებით დააკვირდეს ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ძალების გადაადგილებას.

1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ე.წ. დემილიტარიზებული ზონით არის განცალკევებული.

GUARDIAN.GE