აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – BBC

გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად არის ავად, სიმართლეს არ შეესაბამება, იტყობინება BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით.

პრესის სათაურების – კიმ ჩენ ინი „სერიოზულადაა ავად“, „ტვინი გათიშული აქვს“ ან „გამოჯანმრთელების გზაზეა ოპერაციის შემდეგ“ – დადგენა ყოველთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ სეულში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთიდან არ არის რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, რომელიც აჩვენებდა, რომ 36 წლის კიმ ჩენ ინი „სერიოზულად არის ავად“, წერს BBC და განაგრძობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორები ვრცელდება, თუმცა მოგვიანებით ეს არ დასტურდება ხოლმე.

როდის დაიწყო სპეკულაციები?

კიმ ჩენ ინი ახლახან, 15 აპრილს, თავისი ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ ესწრებოდა. ეს დღე ყველაზე დიდი მოვლენაა ქვეყანაში და კიმ ჩენ ინი ამ დრომდე არასდროს გამოკლებია ამ საზეიმო დღეს, რამაც სპეკულაციები და ჭორები წარმოშვა.

კიმი სახელმწიფო მედიით ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა.

სახელმწიფო მედიას ასევე არ უხსენებია მისი ყოფნა რაკეტის გამოცდაზე, რომელიც გასულ კვირას შედგა და ჩვეულებისამებრ ფხენიანის სარაკეტო გამოცდას კიმი ყოველთვის ესწრება-ხოლმე და ამის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება. ამჯერად კი, ასე არ მოხდა.

GUARDIAN.GE