აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპთან კიმ ჩენ ინის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით დაიმუქრა

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე.

გაბრაზებულ განცხადებაში, რომელშიც თითი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონისკენაა გაშვერილი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეერთებულ შტატებს უგუნური განცხადებების გაკეთებაში დასდო ბრალი.

ბოლტონის შეთავაზებით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს მისდიოს – მოდელი, რომელზეც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოიწვევდა ჩრდილოეთ კორეაში იმ ბედის გათვალისწინებით, რაც ლიბიის ხელმძღვანელობამ გაიზიარა.

კიმ კი გვანმა, რომელიც მაღალი იერარქიის გავლენიანი ფიგურაა ჩრდილოეთ კორეაში, განაცხადა, რომ ეს არ არის „საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტის განზრახულობის გამოხატულება“.

„ეს არსებითად არის საშინელი ჩანაფიქრისკენ მიმავალი მანიფესტაცია – ჩვენმა ღირსეულმა სახელმწიფომ გაიზიაროს ლიბიის ან ერაყის ბედი, რომლებიც მთელი თავიანთი ქვეყნების დიდი სახელმწიფოებისთვის დათმობის გამო ჩამოიშალნენ“.

„ჩვენ წარსულში უკვე ნათელი მოვფინეთ ბოლტონის ხარისხის დონეს, და ჩვენ არ ვმალავათ მის მიმართ ჩვენი გრძნობების შეუთავსებლობას“, ნათქვამია განცხადებაში, როგორც ამას BBC იტყობინება.