აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების მცირე ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა

ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

ლონდონში ბაზირებული ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის აღნიშნულ კომენტარს წინ უძღოდა ინგლისში დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა და ერთობლივი პოზიციის შემუშავება პეკინის თაობაზე, რაც ჩინეთის მზარდი ამბიციებისადმი მასობრივ საპასუხო ზომებს ითვალისწინებს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასავლეთის მთავრობებმა ახლავე უნდა იმოქმედონ ჩინეთის აღორძინების შესაკავებლად.

მოელიან, რომ დიდი შვიდეულის ლიდერების დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნული იქნება, რომ ჩინეთის პროგრამის ალტერნატივად უფრო მეტ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ კლიმატური კრიზისის პირობებში მყოფ განვითარებად ქვეყნებს და ასევე, განვითარებად მსოფლიოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უფრო მეტი თანხები იქნება წარმართული.

GUARDIAN.GE