აზია, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთი შეუერთდა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას

ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებები, რომელიც ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე გაიმართა, „ძალიან თბილი“ იყო. პანდემიის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს პირისპირ პირველად დღეს შეხვდნენ.

„[რუსეთსა და ჩინეთს] შორის მეგობრობას საზღვარი არ აქვს, არ არსებობს „თანამშრომლობის აკრძალული სფეროები“, – ნათქვამია განცხადებაში.