საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ში ძინპინი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოთქვამს სურვილს ჩინურ-ქართული თანამშრომლობა მათი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, ახალ საფეხურზე გადავიდეს.

„მიიღეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევის თაობაზე.

„ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ტრადიციული, მეგობრული და მოთანამშრომლე პარტნიორები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ ჩინურ-ქართული თანამშრომლობა ინარჩუნებს მძლავრ იმპულსებს და რეგულარულად ძლიერდება სხვადასხვა დარგებში კავშირები.

მე ვაფასებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების დიდ მნიშვნელობას და მსურს მივცე ბიძგი ჩინურ-ქართული მეგობრული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ჩვენი საერთო ძალისხმევის მეშვეობით, რომ ამით უფრო მეტად ისარგებლონ ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ასევე დიდ წარმატებებს თქვენს ამ ახალ, მაღალ თანამდებობაზე საქმიანობისას.

ვუსურვებ თქვენს ქვეყანას აყვავებას, თქვენს ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ში ძინპინის მილოცვის წერილში.

guardian.ge