აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჩინეთთან ურთიერთობები „ახალი ცივი ომისკენ“ მიჰყავს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების „ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს“ ჩინეთთან ურთიერთობები „ახალი ცივი ომისკენ“ მიჰყავს. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა აიღოს თავის „ილუზიურ ფიქრებზე“ ჩინეთის შეცვლის შესახებ.

„ჩინეთს არ გააჩნია განზრახვა შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატები, არც იმის სურვილი, ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები. ასევე ილუზიური ფიქრებია აშშ-ისთვის, შეცვალოს ჩინეთი“, განაცხადა ვანმა კვირას, პეკინში ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ მისი ჩრილოეთ კორეასთან ბირთვული ურთიერთობების შენელების გამო და გააფრთხილა ვაშინგტონი არ გადაკვეთოს პეკინის „წითელი ხაზი“ ტაივანთან მიმართებაში – მას შემდეგ რაც, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გასულ კვირას დაარღვია ტრადიცია და ტაილანდის პრეზიდენტს,  ცაი ინ-ვენს მეორე ვადით ინაუგურაცია მიულოცა.

„სრუტის ორ მხარეს შორის კვლავ გაერთიანება ისტორიის გარდაუვალი მიმართულებაა. არავის და არც ერთ ძალას არ შეუძლია შეაჩეროს ის“, თქვა ვანმა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონოვირუსმა აშშ-ს უმძიმესი დარტყმა მიაყენა, მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გაუარესდა.

აშშ-ის კანონმდებლებმა ბოლო კვირების განმავლობაში ორპარტიული მხარდაჭერით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს, რომლის მიზანიცაა პეკინის დასჯა მის მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ინფორმაციის დამალვისთვის. კორონავირუსმა თითქმის 100 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათეულობით მილიონმა ადამიანმა კი სამუშაო დაკარგა.  

GUARDIAN.GE