აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და ვუხანში დაავადების გავრცელება „შეჩერებულია“

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი – ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.

ჩინეთმა კორონავირუსის აფეთქების დღიდან დღემდე 80 754 დადასტურებული შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 3 136 შეადგინა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი ვუხანში სამშაბათს ჩავიდა, რათა პროვინციაში ეპიდემიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები შეამოწომოს და მიმდინარე სამუშაოები გააკონტროლოს.

ვუხანი და ჰუბეის პროვინცია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად უკვე კარგა ხანია ჩაკეტილია. პრეზიდენტი თვითიზოლირებულ ქალაქში მოსახლოებას შეხვდა.

ვიზიტისას მან გამოაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და ვუხანში დაავადების გავრცელება „ძირითადად შეჩერებულია“.

„მდგომარეობის სტაბილიზაციის და პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ჰუბეისა და ვუხანში პირველადი წარმატება მიღწეულია“, თქვა მან.

ჩინეთის სახელმწიფო მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინპინის ვიზიტმა „მძლავრი სიგნალი გაუგზავნა მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, რომ ჩინეთი აფეთქების ყველაზე საშინელი მომენტიდან გამოდის“.

პრეზიდენტი ასევე 10 დღეში დასრულებულ დროებით საავადმყოფოს ესტუმრა. ვიზიტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ იგი საავადმყოფოს მედპერსონალს და პაციენტებს ვიდეო კავშირის საშუალებით ესაუბრება.

ძინპინის ვიზიტიდან მალევე, სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ჩინეთში ყველა, 14-ივე დროებითი საავადმყოფო დაიხურა.

უცნობია რამდენი ხანი დაჰყოფს სი ძინპინი ვუხანში.

GUARDIAN.GE