აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთის ლიდერი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს. ეს განცხადება სი ძინპინმა პოლიტბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომები განიხილეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ინფიცირებულია ორი ათასამდე ადამიანი.

ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცლების ეპიცენტრია, ხელისუფლებამ სამხედროები და მედიკოსები გაგზავნა. ქალაქში შეწყვეტილია ტრანსპორტის მუშაობა.