საქართველო

შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. აქციის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შშმ სტატუსის დამადასტურებელს დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა”, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.