საქართველო

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა ექვსი ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამაშველო ღონისძიებებს.

ამ დროისთვის, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი.