საქართველო

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ სასაზღვრო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებები – კვადროციკლები და თოვლმავლები გადასცა.

“მესაზღვრეების ყოველდღიური მსახურება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წყნარ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვითარდებოდეს, შრომობდეს, აძლიერებდეს ეკონომიკას და ზრუნავდეს თავის მომავალზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. სანაპირო დაცვა, სახმელეთო საზღვარი და სასაზღვრო ავიაცია – სამივე მიმართულებით წელს, 2019 წელს გვექნება ხელჩასაჭიდი პროგრესი”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.