საქართველო

„შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დაჭრა – შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო

რაგბის კავშირში მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.