საქართველო

შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – გიორგი გახარია

შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან.

„მესმის რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთ-ორ დღეში და რა თქმა უნდა ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, მოგვიწევს შეზღუდვა. მოგეხსენებათ რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებაა. შეზღუდვები დაწესდება კერძო სასაფლაოებზეც. ახლა ვართ ბრძოლაში და ეს ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, სადაც კომპრომისი რისკის შემცველია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.