საქართველო

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებაზე განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

„მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან: https://eservices.rs.ge.

ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ  დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ ვიდეოინსტრუქცია ​შეგიძლიათ, იხილოთ: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=144https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ.

აქვე გთავაზობთიხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.