მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულ შტატებში რბილმა ტემპერატურამ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი, საერთო ჯამში კი უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ადგილების შექმნა იანვარში დაჩქარდა, რაც სეზონისთვის არადამახასიათებელმა რბილმა ტემპერატურამ განაპირობა.  უჩვეულოდ ზომიერმა ზამთარმა, ამინდის მხრივ მგრძნობიარე სექტორებში ადამიანების სამსახურებში აყვანას შეუწყო ხელი. ეს კი, აჩვენებს, რომ ეკონომიკამ შესაძლოა ზომიერად განაგრძოს ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში კაპიტალდაბანდება მკვეთრად დაეცა.

სამუშაო ადგილების ზრდის თაობაზე ანგარიში აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, თუმცა მასში ისიცაა ნაჩვენები, რომ 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ეკონომიკამ 514,000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი შექმნა, ვიდრე ამას მოელოდნენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს, 2020 წელს სამუშაო ადგილების მძლავრი ზრდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წამშველებლის როლს ითამაშებს, რადგან ის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, მაგრამ 2009 წლის შემდეგ, 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული სარგოს ყველაზე დიდმა შემცირებამ აჩვენა, რომ შრომის ბაზარი არ ყოფილა ისეთი ჯანსაღი, როგორც ამას „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი იკვეხნიდა.

არასამეურნეო ანგარიშსწორების უწყისები გასულ თვეს 225,000 სამუშაო ადგილით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორში გაიზარდა, რაც სამთავრობო ანგარიშის მიხედვით ნორმალურზე უფრო რბილმა ტემპერატურამ განაპირობა. სამუშაო ადგილების მძლავრ ზრდას ჰქონდა ადგილი ასევე სატრანსპორტო და საბითუმო ინდუსტრიაში, თუმცა იმ ფონზე, როცა კორონავირსუმა ჩინეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშსწორების უწყისების ზრდა შესაძლოა შენელდეს მომავალ თვეებში, რადგანაც ამერის ფედერალურმა რეზერვმა პარასკევს, 7 თებერვალს, კორონავირუსი აშშ-ის ეკონომიკის საფრთხედ გამოაცხადა.

აშშ-ის ეკონომიკა 2019 წელს 2.3%-ით გაიზარდა და ეს სამ წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2018 წელს ზრდამ 2.9% შეადგინა, 2020 წელს კი დაახლოებით 2%-იან ზრდას ელოდებიან.

ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში გამგზავრებამდე საუბრისას აღნიშნული ციფრები „ფანტასტიკურად“ გამოაცხადა და დაამატა, რომ „სამუშაო ადგილების ზრდა დიდებულად გაგრძელდება და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს დიდებულად სვლას“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, „დემოკრატმა“ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ 12 თვეში ანგარიშსწორების უწყისების მკვეთრი დაცემა „ტრამპის ეკონომიკის გულის ლპობას“ მოასწავებს. მან აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ეკონომიკა თვეში საშუალოდ 42,000-ით ნაკლებ სამუშაო ადგილებს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტ ობამას ბოლო სამ წელიწადში.

ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2018 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით სამრეწველო სექტორში დასაქმების მნიშვნელოვანმა დაცემამ მიანიშნა, რომ მთავრობა შესაძლოა სრულად ვერ აცნობიერებდეს ტრამპის ჩინეთთან 19-თვიანი სავაჭრო ომის გავლენას ანგარიშსწორების უწყისებზე, რამაც 2009 წლის შემდეგ ყველზე ხანგრძლივი დაცემა გამოიწვია ბიზნესში ინვესტირების თვალსაზრისით.

მომზადებულია „ბიზნესკონტინენტის“ მიერ