აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

შეერთებულ შტატებთან ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა „ბალისტიკური რაკეტების წარმოებას განაგრძობს“

მედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეთანხმების მიუხედავად, ბალისტიკური რაკეტების წარმოებას აგრძელებს.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ჯაშუშმა სატელიტებმა რაკეტების მწარმოებელ ქარხანასთან მოძრაობა შენიშნეს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, სატელიტებმა მოძრავი მანქანები დააფიქსირეს, თუმცა რაკეტის წარმოების ფაქტები – არა.

„როიტერსის“ ახალი ამბების სააგენტო ოფიციალური პირის ციტირებას ახდენს და ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა დონეზეა რაკეტების წარმოების პროცესი.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა სანუმდონგის ქარხანაში ამზადებს ერთ, ან ორ, ახალ, სითხეზე მომუშავე კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტას.

ამ ქარხანაში დაამზადეს „ჰვასონგ-15“ – ჩრდილოეთ კორეის პირველი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია შეერთებულ შტატებამდე მიღწევა.

მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ სითხეზე მომუშავე რაკეტა „საწვავზე მომუშავე რაკეტასავით დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან სითხით გავსებას დიდი დრო სჭირდება“.

საერთაშორისო კვლევების Middlenury-ს ინსტიტუტის ბირთვულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა, ჯეფრი ლუისმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტომასალით ქარხნის „აქტიურობა“ შეინიშნება.

„ქარხანა მკვდარი არ არის. ჩვენ ვხედავთ კონტეინერებისა და მანქანების მოძრაობას, რომლებიც ქარხანაში შედიან და გამოდიან. ამ დაწესებულებაში ბალისტიკურ და კოსმოსში გასაშვებ რაკეტებს ამზადებენ.

სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუპლიკის უზენაეს ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა ივნისში გაიმართა.

შეხვედრაზე ორივე მხარე ჩრდილოეთ კორეის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდა.

„კიმ ჩენ ინი უკვე ანადგურებს მთავარ სარაკეტო პოლიგონს… ბირთვული განიარაღება ძალიან, ძალიან მალე მოხდება“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

guardian.ge