მსოფლიოს ახალი ამბები

შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

როიტერსის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ მათი ძალები თავდასხმას შეუერთდნენ.

„აფეთქებები დამასკოში, ასევე ჰომსის მახლობლად მდებარე ორ ადგილას მოხდა”, წერს BBC პენტაგონზე დაყრდნობით.