ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ბოლო ვადად ივლისის ბოლო განუსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოს არჩევანი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვას შორის.

მოქმედმა თავდაცვის მდივანმა პატრიკ შანაჰანმა თავის თურქ კოლეგას, ჰულუსი აკარს ულტიმატუმის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთს არ შეიძლება ჰქონდეს ორივე – ამერიკის მოწინავე საბრძოლო თვთმფრინავები F-35-ები და რუსეთის S-400 სისტემები.

ნატოს წევრი ორ მოკავშირე ქვეყანას შორის უკე რამდენიმე თვეა რაც S-400-სთან დაკავშირებით უთანხმოებას აქვს ადგილი.

ამერიკა ამტკიცებს, რომ რუსული სისტემები შეუთავსებელია ნატოს თავდაცვის სისტემებთან და ამავე დროს საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხითაც. ვაშინგტონს სურს ანკარამ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ნაცვლად, ამერიკული „პატრიოტი“ იყიდოს.

თურქეთმა, რომელიც მზარდად ადგას დამოუკიდებელ თავდაცვით პოლიტიკას, ხელი მოაწერა 100 (ასი) F-35-ის შესყიდვის ხელშეკრულებას და დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო F-35-ის პროგრამაში, რომლის შესაბამისადაც თურქული კომპანიები თვთმფრინავის ნაწილებს აწარმოებენ.

შანაჰანი თავის წერილში ამბობს, რომ შეერთებული შტატები „იმედგაწბილებულია“ იმ ამბის გაგებით, რომ თურქი პირადი შემადგენლობა რუსეთში S-400-ზე ტრენინგის გასავლელად გაიგზავნა.

პირველი ოთხი F-35, რომელიც თურქეთში შესატანად არის გამზადებული, ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია და თურქ მფრინავებს ოფიციალურად აქვთ უფლება მათზე გაიარონ წვრთნები ამერიკაში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „შეუპოვარია“ S-400-ის შესყიდვის შესახებ შეთანხმების გასაგრძებლად.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია იმგვარი პოზიტიური წინადადება ამერიკული მხარისაგან „პატრიოტთან“ დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთისგან მივიღეთ S-400-ებთან მიმართებაში“, განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი არმია ჰყავს 29 წევრისაგან შემდგარ სამხედრო ალიანსში, ნატოში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაშინდელი საბჭოთა კავშირისაგან თავდაცვის მიზნით ჩამოყალიბდა.

რუსული სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატ „როსტეკის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის განცხადებით, რუსეთი S-400-ის თურქეთში შეტანას „დაახლოებით ორ თვეში“ დაიწყებს.

guardian.ge