აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი სარაკეტო გამოცდებისთვის ემზადება – სამხრეთ კორეული გაზეთი

ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი სარაკეტო გამოცდებისთვის ემზადება, იტყობინება სამხრეთ კორეული გაზეთი „ტინო ილბო“.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეული გამოცემის მიხედვით წერს, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მალე რამდენიმე ტიპის იარაღი გამოსცადოს, მათ შორის საშუალო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-12“. გამოცემა ასევე არ გამორიცხავს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ერთდროულად გაუშვას რამდენიმე რაკეტა ანდა გამოსცადოს კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-13“, რომლის მახასიათებლები ჯერ დადგენილი არ არის.

სექტემბერში ფხენიანმა მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელმაც იაპონიის თავზე გადაიფრინა. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ დაახლოებით 800 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.

GUARDIAN.GE