საქართველო

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით უკვე მიღწეული პროგრესი. დროა მოხდეს საჭირო კომპრომისების მიღწევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – წერს შარლ მიშელი.