საქართველო

შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია დაბრმავებულია ძალაუფლების წყურვილით და მოქმედებს პრინციპით – „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ მას არ აქვს ძალაუფლება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა, ისევე როგორც პარლამენტის საბოტაჟით ამომრჩეველთა ნების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, ამ მიდგომის განხორციელების საშუალებაა.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, თუ რა არის მისი ქცევის არსი და დღემდე ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამ პრინციპით მოქმედებს – „ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“. დღეს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ეს პრინციპები კიდევ ერთხელ დადგა ერთმანეთის პირისპირ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ, არ დავუშვებთ საბოტაჟს, არ დავუშვებთ ძალადობას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.