წელიწადზე მეტია, რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს მილიონიანი კონტრაქტი, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, „მეგობარი აქტის“ ჩავარდნის შემდეგ კონგრესმენი ჯო უილსონი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას, რომელიც მომართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ასეთი აქტივობისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული, რასაც გამომუშავება სჭირდება“.
„ასეთი აქტივობისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული, ამას გამომუშავება სჭირდება. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ. ახლა ვცდილობ, გავიხსენო, თუ არ ვცდები, ორი წელი მაინც არის, თუ წელიწადზე მეტია რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება, მილიონიანი კონტრაქტი. ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური და, ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.