პოლიტიკოსის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ან დაიკავოს მაღალი თანამდებობა, ნორმალურია, მაგრამ რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის სურვილები და რამდენად ემთხვევა სინამდვილეს, ამას არჩევნები გადაწყვეტს, ძალიან გამიჭირდება, სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლი მოვირგო, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა სურს, პარალლელურად უნდა, დაამტკიცოს, რომ ის არის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი, მისი პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა. რა არის თქვენი პასუხი სააკაშვილის სურვილებზე, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, როგორც პრემიერ მინისტრი“.
„ვფიქრობ, პოლიტიკოსის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ან დაიკავოს მაღალი თანამდებობა, იქნება პრემიერის, თუ პრეზიდენტის, ნორმალურია, არაფერი დანაშაულებრივი აქ არ არის. ის შეგრძნება, რომ მისი პარტია ყველაზე ძლიერია, ასევე ბუნებრივია. მსოფლიოში არსებული, თუნდაც კინკილა პარტიის ლიდერი არ გეტყვის, რომ მისი პოლიტიკური ძალა არის სუსტი. ახლა რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის სურვილები და რამდენად ემთხვევა იმ სინამდვლეს, რაც ქვეყანაშია შექმნლი, ამას გადაწყვეტს 31-ში არჩევნები. წინასწარ ძალიან გამიჭირდება სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლი მოვირგო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

