საქართველო

შალვა ნათელაშვილი: ვფიქრობ, „იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და საპრეზიდეტო კანდიდატი „ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია „იბერიას” გარშემო გნვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და „ომეგა ჯგუფის” საქმეზე დღეს მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ტელეკომპანია „იბერიას” სკანდალი შეიწირავს.

„ისე ვითარდება პროცესები, ვფიქრობ, „იბერიას” სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ისედაც განწირულია დღევანდელობის და ისტორიის მიერ თავისი დანაშაულებრივი, ნარკობარონული, კორუმპირებული, ყაჩაღური პოლიტიკისა და საქმიანობის გამო. იმას, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ სერიალებში, არის ამ საქმიანობის ლუსტრაცია”, განუცხდა ნათელაშვილმა „რუსთავი 2″-ს.

guardian.ge