ყველა, 20-ვე ცოცხალი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა ღაზაში და დაბრუნდა ისრაელში, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.
მძევლები სამხრეთ ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცეს. მათ შორის არიან ტყუპი ძმები – ზივ და გალი ბერმანები, რომელთა ღაზაში დღეს დილით ერთად გადაიღებული ფოტოები გავრცელდა.
მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 250 პალესტინელ პატიმარს და 1700-ზე მეტ დაკავებულს გაათავისუფლებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელშია და აპირებს ისრაელის პარლამენტის მიმართვას, შემდეგ ის ეგვიპტეში გაემგზავრება, მსოფლიო ლიდერებთან სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის მისაღებად.



