საქართველო

ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება

ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები, რომელიც ვირუსის პრევენციის მიზნით იყო განთავსებული, უქმდება.

იმერეთის მხარის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საკონტროლო პუნქტების დემონტაჟი დაწყებულია და ხვალ დილიდან ქალაქში 18 შესასვლელ-გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება.

საკონტროლო პუნქტები 31 მარტს განთავსდა.