საქართველო

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გრიგოლ ნემსაძე სოციალურად დაუცველ ასაკოვან ქალბატონს გაესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ ნათელა მეტრეველი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და რამდენიმე ათეული წელია მარტო ცხოვრობს.

ქვემო ქართლის გუბერნატორი დედისა და ქალთა დღის მისალოცად ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.