გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
კურსის დასრულება თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ოშხერელმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ყურადღება თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლზე გაამახვილეს და წარმატება უსურვეს.
სასწავლო პროცესის განმავლობაში კურსზე ჩარიცხულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ძირითადი სამხედრო საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს, რომელიც ქვეითი ათეულის მეთაურის ფუნქციონალური მოვალეობის შესასრულებლადაა აუცილებელი.
მსმენელებს „ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის“ დამთავრების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.