საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატება უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.

პარტიის მე-8 რიგგარეშე ყრილობამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.