საქართველო

ქართული ხორბლის კულტურა სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა

ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.