საქართველო

„ქართული ოცნების“ ყრილობა 11 მაისს, მთაწმინდის პარკში გაიმართება – დელეგატები პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ანდერვილი“-ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილი, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ყრილობას თვალყური ადევნონ პირდაპირ რეჟიმში, ადგილზე განთავსებულ მედიაცენტრში.

დარბაზში იმუშავებენ მხოლოდ მოძრავი სატელევიზიო სადგურის ვიდეოკამერები. ასევე, მედია ოპერატიულ რეჟიმში მიიღებს ფოტო და ვიდეო მასალას.

ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან. ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთდება კომენტარები”, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.